Wednesday, April 20, 2016

ტრენინგის ბოლო შეხვედრაზე გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია და ერთმანეთს  გავუწიეთ  ოპონირება , ასევე შევაჯამეთ ტრენინგის შეხვედრები .  
ეს 9 შეხვედრა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ჩემთვის  იყო ძალიან მნიშვნელოვანი : ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, გავიუმჯობესე ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები, ვისწავლე სწავლა/სწავლების ზოგიერთი მეთოდის პრაქტიკული გამოყენება.
 აქვე მინდა აღვნიშნო ტრენინგის ჩატარების ფორმა: თეორიული და პრაქტიკული მასალის ინტეგრირება, კითხვა-პასუხის რეჟიმი, ტრენერის მიდგომა, მასალა, და შედეგად საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა.

   მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ტრენინგის ორგანიზებაში!!!
     

Tuesday, April 19, 2016

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ  ტეხნოლოგიებით ფასილიტაციის საკითხი და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ფასილიტაცია.  ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეს დავალების შესრულებისთვის  ჭირდება დამხმარე . ასევე ვისწავლეთ  დისკის დოკუმენტებში ფაილების  ატვირთვა.

Friday, April 15, 2016

მე-7 შეხვედრის დასაწყისში განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკები და მივიღეთ უკუკავშირი.  გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, რომელიც გამოგვადგება  პროექტის შეფასებისას . ვფიქრობ, განხილულიდან   ყველაზე მნიშვნელოვანი იყო  მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე  სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხი , კონკრეტულ მაგალითზე გავარჩიეთ  გარდნერი/ბლუმის მატრიცა.    შეხვედრის ბოლო ეტაპზე  ვიმუშავეთ ბლოგის შექმნის ტექნიკურ საკითხებზე, კერზოდ ბლოგის ფონის, ჩანართების შექმნაზე. ვფიქრობ შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი.

Wednesday, April 13, 2016

დღევანდელი შეხვედრა დაიწყო ჩვენს მიერ მომზადებული მოსწავლეების ნაშრომების შეფასებით .  ეს აქტივობა დამეხმარება მოსწავლეების პროექტების სწორად შეფასებაშიდა უკუკავშირის სწორად მიცემაში ასებე განვიხილეთ  შეფასების რუბრიკა  და    როგორ უნდა მოვარგო ის ჩემს პროექტს.
  მივიღეთ ძალიან საჭირო ცოდნა და  უნარ ჩვევები PPT პროგრამაში მუშაობის -კერძოდ დიაგრამების , სურათების , ვიდეო ჩასმა . 

Sunday, April 10, 2016

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ თუ როგორ შევქმნად  სასწავლო ნიმუში და გავაკეთეთ პრეზენტაციის მონახაზი. ვფიქრობ  მასწავლებლის მიერ პრეზენტაციაზე მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ საჭიროებები , სირთულეები , რომლებიც შეხვდება  მოსწავლეებს  და  პროექტის ხარვეზები, რაც დაგვეხმარება  პროექტის დროულად დახვეწაში.  

Friday, April 8, 2016

     დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რაც დამეხმარება პროექტის აქტივობების შეფასების სწორად შერჩევაში. ასევე ვისწავლე თანამშრომლობის საშუალება - ონლაინკოლაბორაცია, რომლის გამოყენებით სასწავლო პროცესი გახდება საინტერესო და ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია.
    შეხვედრის ბოლოს განვიხილეთ უკუკავშირის ფორმები, ჩემთვის საინტერესო იყო3-2-1- მეთოდის გამოყენება  პროექტის უკუკავშირისთვის.


        

Friday, April 1, 2016

ტრენინგის IIდღე

           
   ტრენინგის დასაწყისი- პროექტის იდეების განხილვა, ჩემთვის იყო საინტერესო და შედეგიანი, რათა რამდენიმე იდეიდან  არჩევანს ვერ ვაკეთებდი, ტრენერის რჩევით kiჩამოვყალიბდი ერთ იდეაზე.
      ასევე დღეს გავეცანი პროექტის მოთხოვნებს და პუბლიკაციის მომზადების ეტაპებს, გავიგე რა სახის უნდა იყოს პუბლიკაცია, ვისტვის და როგორ შევქმნა პუბლიკაცია wordshi.
     დიდი მადლობა საინტერესო და საჭირო მასალისთვის!!!!!!!!!